logo
ENG



"არა გენოციდს" - უკრაინის სოლიდარობის აქცია საქართველოს ოთხ ქალაქში

06 აპრ 202220:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/6h3kb9w8505x9g6.jpg

"არა გენოციდს" - ამ სახელწოდებით საქართველოს ოთხ ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ანაკლია - მოქალაქეები ქუჩაში უკრაინის დროშებით გამოვიდნენ. ისინი პატივს მიმაგებენ ბუჩაში დაღუპულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არც სამართლებრივად და არც მორალურად არ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით.

თბილისში აქცია უკრაინის საელჩოსთან მიმდინარეობს. მოქალაქეებმა აქ ტრაგიკული დანაშაულების ამსახველი ფოტოები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 

ბათუმში მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მონაწილეობას იღებენ უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმის ქმედებებს. 


close დახურვა